
QR კოდები, ან სხვანაირად სწრაფი პასუხის კოდები, 2D კოდის სახეობაა, რომლის წაკითხვა თქვენს სმარტ-ტელეფონს QR რიდერის საშუალებით შეუძლია. QR კოდები, გამოიყენებოდა რა ავტო ნაწილების ამოცნობის მექანიზმად ძალიან გამოსადეგია ანალოგიური აპლიკაციების მარკეტინგის დროს სმარტფოუნების მომხმარებლებისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში, QR კოდები გამოჩნდა მარკეტინგულ მასალებზე-კინოსურათების პოსტერებზე, სხვადასხვა პროდუქტის სარეკლამო პოსტერებზე, ა.შ. მათ ასევე შეხვდებით საგაზეთო რეკლამებში, სავიზიტო ბარათებზე, ხელოვნებისა თუ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე.
QR კოდებთან ურთიერთობისას, ორი მთავარი რამ გჭირდებათ:
1. მობილური ტელეფონი ან მობილური მოწყობილობა და ინტერნეტთან კავშირი
2. QR კოდის რიდერი
სმარტ-ტელეფონების უმრავლესობა, რომელიც ბოლო პერიოდში გამოდის, აღნიშნული რიდერით არის აღჭურვილი. ზოგჯერ ამ რიდერის დაინსტალირება თვითონ უნდა გააკეთოთ. IPhone-თვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ITunes ანგარიში და მოძებნოთ QR რიდერი. ანდროიდის სისტემებისთვის, დაათვალიერეთ თქვენი ანდროიდის საიტი. Windows Mobile მომხმარებელმა უნდა მოძებნოს და დააყენოს საკუთარი ტელეფონის მიერ მხარდაჭერილი რიდერი კომპანიის ვებ-საიტიდან.
მას შემდეგ რაც ამ რიდერს დააინსტალირებთ, გაუშვით აპლიკაცია და QR კოდის სურათი ჩასვით აქ. თქვენი პროგრამის შესაბამისად, ინფორმაციის წაკითხვას 5-30 წამი დასჭირდება. ჩვენი QR კოდი შეიცავს ჩვენი მობილური საიტის მისამართს და ბრაუზერი აქვე გაიხსნება.
ჩვენი ახალი მობილური სერვისი საშუალებას გაძლევთ აუდიო, ვიდეო და ახალი ამბები მულტიმედიის ფორმატში მობილურში მიიღოთ. ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული კონტენტის მიღება მთელს მსოფლიოში შეიძლება შემდეგ მისამართზე m.voanews.com/georgian. ამერიკის ხმა მის გვერდზე მომხმარებლის წვდომის ხელშესაწყობად თანამშრომლობს ევროპულ კომპანია MobilTech-თან.