ამერიკელმა და ავღანელმა სამხედროებმა ერთობლივი განცხადება გაალკეთეს იმის თაობაზე, რომ ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული და ავღანური სამხედრო ძალები ერთობლივ ფართემასშტაბიან შეტევას იწყებენ თალიბების წინააღმდეგ მარჯას ოლქში. ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილია შეტევის დაწყების ზუსტი თარიღის შესახებ. სამხედრო ოპერაციაში ათასობით სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ამ ფონზე ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავღანეთის სამხრეთში ბომბის აფეთქების შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. გიშინ რეადში ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი საუდის არაბეთის მონარქს აბდულას შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს კარზაის გეგმა, რომელიც ეხება თალიბ მეამბოხეთა ჩართვას ავღანეთის სამშვიდობო პროცესში.