მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ღორის გრიპისგავრცელებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაზარდა განგაშის დონე. ინფექციის ეპიცენტრი ამჟამად მექსიკაში იმყოფება და სულ უფრო მატულობს მსხვერპლის რიცხვი ადამიანთა შორის.

მექსიკის ჯანმრთელობის დაცვის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვმა 1600-ს გადააჭარბა. მსხვერპლის რიცხვი კი 152-მდე გაიზარდა. ამ გრიპის ვირუს პირველად 4 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა ვერაქრუზის შტატში.

 ამჟამად მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ მე-4 რანგის განგაში გამოაცხადა, რაც უმაღლესი ნიშნულიდან მხოლოდ ორი შკალით არის დაშორებული. თუმცა იმავე ორგანიზაციის განცხადების თანახმად პანდემიაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

 ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ გრიპის 44 შემთხვევაა დაფიქსირებული აქედან 11 კალიფორნიის შტატში. კალიფორნიის გუბერნატორის არნოლდ შვარცენეგერის თქმით ამ შემთხვევების უმრავლესობა სწორედ მექსიკის მოსაზღვრე რაიონებშია დადასტურებული.