მექსიკის პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი მოუწოდებს მოსახლეობას,  სახლიდან არ გამოვიდნენ, ამასთან მთავრობამ გააუქმა  ყველა არა აუცილებელი ღონისძიება. ეს ზომები მიმართულია ღორის გრიპის გავრცელების შესაკავებლად. ოთხშაბათს   პრეზიდენტმა კალდერონმა სატელევიზიო მიმართვაში  აღნიაშნა, რომ ყველაზე  უსაფრთხო ადგილი მექსიკელებისთვის  საკუთარი  სახლებია.  ქვეყანაში  ყველა  ღონისძიება 5 დღით გადაიდო.ჯანდაცვის მინისტრის ხოსე კორდოვას განცხადებით საკვებისა  და მედიკამენტების შეძენა , ისევე როგრც  ტრანსპორტირება  შეზღუდული არ იქნება.ამ დროისათვის   ღორის გრიპის 99 დადასტურებული  შემთხვევაა და აქედან 8 ადამიანი  გარდაიცვალა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განგაშის დონემე 5 ფაზამდე აწია.ადასტურებს  რა რომ არსებობს გლობალური ეპიდემიის საშიშროება.  მაჩვენებელი მაჯამად ერთი შკალით ნაკლებია ვიდრე ეს  ეპიდემიის გამოცხადებისთვისაა საჭირო. ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგანგებო  სხდომა გაიმართება . სადაც არსებულ კრიზისს განიხილავენ.ბარაკ ობამამ თავის განცხადებასი აღნიშნა რომ  ღორის გრიპის გავრცელება  შემაშფოთებელია მაგრამ არ უნდა გახდეს პანიკის მიზეზი.