“ღორის გრიპთან” დაკავშირებული პანიკის შემდეგ მექსიკა ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება
“ღორის
გრიპთან” დაკავშირებული პანიკის შემდეგ მექსიკა ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება.
თუმცა შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ტეხასის შტატში გრიპისგან ქალი
გარდაიცვალა. ეს უკვე მექსიკის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებულიმეორე ფატალური შემთხვევაა. ტეხასის ჯანდაცვის
უწყება აცხადებს, რომ გარდაცვლილი ოცდაათ წელს იყო გადაცილებული და იგი პირველი
ამერიკის მოქალაქეა, რომლის სიცოცხლეც ვირუსმა იმსხვერპლა. გასულ კვირას ასევე
ტეხასში მექსიკელი ბავშვი გარდაიცვალა. ამ დროს კი მექსიკაში ეპიდემიის გამო
დახურული სკოლები და სხვა დაწესებულებები იხსნება. ქვეყნის მთავრობა ირწმუნება,
რომ ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა. მექსიკის პრეზიდენტმა ფილიპე კალდერონმა
განაცხადა, რომ სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ მოსახლეობას ჯერ კიდევ სიფრთხილისკენ
მოუწოდა.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.