ჰონდურასის განდევნილი პრეზიდენტი დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება
ჰონდურასის განდევნილი
პრეზიდენტი მანუელ ზელაია დღეს ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
ძალაუფლებაში დასაბრუნებლად მას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
28 ივნისს მომხდარი
გადატრიალების შემდეგ ეს პირველი მაღალი რანგის შეხვედრაა ჰონდურასის პრეზიდენტისთვის.
მოსკოვში წარმოთქმულ
სიტყვაში პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განდევნილ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა მიუხედავად წარსულში აშშ-ის პოლიტიკის
მიმართ მისი კრიტიკისა.
დროებითი ჰონდურასის მთავრობამ , რომელსაც სათავეში
რობერტო მიჩელეტი უდგას , აშშ-ში დელეგაცია გააგზავნა რათა დაარწმუნონ ამერიკის ხელისუფლება
რომ პრეზიდენტი ზელაიას განდევნა ლეგიტიმური იყო.
სახელმწიფო ტელევიზიაში
წარმოთქმულ სიტყვაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას დემოკრატიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მან აგრეთვე მოუწოდა ჰილარი კლინტონს დაარწმუნოს ბატონი ზელაია დიალოგის წარმართვისკენ
რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.