ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ამერიკულმა სპეც-დანიშნულების რაზმმა რეიდი მოაწყო სომალის სამხრეთში. მოკლულია ტერორიზმში და ალყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი, დაბადებით კენიელი სალეჰ ალი სალეჰ ნაბჰანი. ნაბჰანს აშშ-ს დაზვერვა დაეძებდა 2002 წელს კენიის ქალაქ მომბასაში სასტუმროსა და თვითმფრინავის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით. სპეც-დანიშნულების რაზმმა ნაბჰანის ცხედარი ამერიკაში გადმოაგზავნა.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.