ლიბიის ლიერი მუჰამედ კადაფი ორ ამერიკულ ოჯახს შეხვდა
ლიბიის ლიერი მუჰამედ
კადაფი ორ ამერიკულ ოჯახს შეხვდა, რომელთა წევრებიც 1988 წლის პან ამ ავიახაზების რეისის
შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის საჰაერო სივრცეში აფექთდა.
ლისა გიბსონის ძმა
აფეთქების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ბატონი კადაფი თბილად შეხვდა მას და
კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც აფეთქების შედეგად მამა დაკარგა.
ეს შეხვედრა გაერთიანებული
ერების ორგანიზაციაში, ლიბიის მისიის ოფისში შედგა და 10 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ,
ლიბიის პრეზიდენტი 96 წუთიანი სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბელის სხდომაზე.
გიბსონის თქმით,
ლიბიის ლიდერმა მადლიერება გამოთქვა მის ქვეყანაში ქალბატონი გიბსონის ჰუმანიტარული
საქმიანობის შესახებ.
ლოკერბის ტრაგედიის
მსხვერპლი სხვა ოჯახების განცხადებით, გიბსონი მათ შეხედულებას არ წარმოადგენს. მათ
ასევე გამოხატეს შეშფოთება, რომ კადაფის მთავრობა ამ შეხვედრას საკუთარი პროპაგნდისთვის
გამოიყენებდა.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.