რუანდაში 1994 წელს გენოცდის მოწყობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უგანდაში დააპატიმრეს
უგანდის პოლიციის
განცხადებით, იდელფონზე ნიზეიმანა ქვეყნის დედაქალაქ კამპალას გარეუბანში, ერთ-ერთ
სასტუმროსთან დააკავეს.
ის ტანზანიაში არსებულ
რუანდის საერთაშორისო კრიმინალურ ტრიბუნალს გადასცეს. მას ბრალად გენოციდის მოწყობა
და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ედება.
ნიზეიმანა 1990-იან
წლებში რუანდის სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა და ბრალად გენოციდის ხელშეწყობა ედება.
1994 წელს 100 დღის განმავლობაში 800,000 ადამიანი იქნა მოკლული.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.