დღეს ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის დელეგაცია ჰონდურასს ესტუმრა. ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტის მანუელ ზელაიას გადაყენების გამო გამოწვეული კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად. დელეგაციაში ორგანიზაციის გენერალური მდივანი ხოსე მიგელ ინსილზა და კოსტა რიკის, ეკვადორის, სალვადორის, გვატემალისა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან. ასევე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას შეერთებული შტატების, კანადის, იამაიკის, პანამის, ესპანეთის, არგენტინის, ბრაზილიისა და დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც მიიღებენ. ზელაია 28 ივნისს გადატრიალების შედეგად გადააყენეს, ვინაიდან იგი ისეთი რეფერენდუმის მოწყობას გეგმავდა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის სეცვლას ისახავდა მიზნად.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ