სუდანის დარფურის რეგიონში სამშვიდობო ძალების სამი ჯარისკაცი დაჭრეს
სუდანის დარფურის
რეგიონში მომხდარ
თავდასხმაში აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალების სამი ნიგერიელი ჯარისკაცი
დაჭრეს. სამშვიდობოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორი დაჭრილი მძიმე
მდგომარეობაში იმყოფება. დაჭრილები დარფურის მთავარი ქალაქის ნიალას საავადმყოფოში
მოათავსეს. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ
ძალადობით გამორჩეულ რეგიონში გაეროს და აფრიკის კავშირის თხუთმეტ ათასამდე
სამშვიდობოა დისლოციირებული.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.