გაბონის პრემიერ მინისტრმა პოლ ბიიოგე მბამ კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ახალ ოცდაათკაციან კაბინეტში თორმეტი ძველი მინისტრიც შევა. გასულ პარასკევს გაბონის ახალმა პრეზიდენტმა ალი ბენ ბონგომ განაცხადა, რომ დროებითი პრემიერ-მინისტრი პოლ მბა ინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ პრეზიდენტმა პრემიერს ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება მოსთხოვა. ბატონი მბა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას გასული ივლისის, ანუ ახლანდელი პრეზიდენტის მამის, პრეზიდენტ ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ომარ ბონგოს ქვეყნის სადავეები ორმოცი წლის განმავლობაში ეპყრა.