შვედეთი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ბოსნიელ სერბთა ყოფილ პრეზიდენტს ბილიანა პლავსიჩს გაათავისუფლებს. პლავსიჩმა ომის დროს დანაშაულთა ჩადენისთვის მისთვის მისჯილი 11-წლიანი პატიმრობის ორი მესამედი მოიხადა. შვედეტის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პლავსიჩს მომავალ სამშაბათს გაათავისუფლებენ და მას ქვეყნის დატოვების უფლება მიეცემა. საერთაშორისო ტრიბუნალმა პლავსიჩი 2003 წელს სცნო დამნაშავედ.