რადოვან კარაჯიჩი სასამართლოს ბოიკოტს უცხადებს. იუგოსლავიის ომის დროინდელი ბოსნიელი სერბების ლიდერი აცხადებს, რომ მომავალი კვირისთვის დანიშნულ გაეროს სასამართლოს სხდომას არ დაესწრება. ცნობილია, რომ კარაჯიჩი საკუთარი თავის დამცვლელად გამოსვლას აპირებს. წერილში, რომელიც მან ჰააგის სასამართლოს გაუგზავნა ნათქვამია, რომ საკმარისი დრო არ მისცეს მოსამზადებლად. კარაჯიჩს გასული საუკუნის 1990-იან წლებში მიმდინარე ბოსნიის ომის დროს თერთმეტი სახის დანაშაულთა მათ შორის გენოციდის ჩადენაში სდებენ ბრალს.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ