პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით ტომებით დასახლებულ ხიბერის რეგიონში მეამბოხეებმა ააფეთქეს ქალთა სკოლა.
ოფიციალურ პირთა განცხადებით აფეთქების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ალ ყაიდასთან და თალიბთა მოძრაობასთან დაკავშირებული მეამბოხეები ეწინააღმდეგებიან ქალების განათლებას. მათ მიერ ქვეყანაში განადგურებულია ასობით ქალთა სკოლა.
ამის გარდა, პაკისტანის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში ავღანეთის საზღვრის გაყოლებით მომიჯნავე ტომებით დასახლებულ რეგიონში შაბათს პაკისტანის სამხედრო ძალებმა გაანადგურეს 33 მეამბოხე.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ