ქალაქ რავალპინდში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით 35 კაცი დაიღუპა. ქალაქ ლაჰორში ორგანიზებული ტერაქტის შედეგად კი 7 კაცი დაიჭრა. პოლიციის განცხადების თანახმად პირველი ტერაქტი ადგილობრივი სახელმწიფო ბანკის წინ განხორციელდა, სადაც ხალხი რიგში იდგა. მოკლულთა შორის სამხედრო პირებიც არიან. ეს ტერაქტები მას შემდეგ განხორციელდა, რაც მთავრობამ 5 მილიონი ჯილდო გამოაცხადა პაკისტანში თალიბთა მოძრაობის ლიდერების ადგილსამყოფელზე ინფორმაციისათვის.