სპეციალისტები კუბის აკვატორიაში, კერძოდ მექსიკის ყურეში დაიწყებენ ნავთობის საბადოების ძებნის სამუშაოებს. ამის თაობაზე ხელშეკრულება დადეს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ „ზარუბეჟნეფთმა“ და კუბის სახელმწიფო კომპანიამ „კუბაპეტროლეომა“. კუბის მთავრობა ამტკიცებს, რომ მის სანაპიროებთან ნავთობსაბადოებში ოც მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობია. ამას გარდა ჰავანამ უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს ნავთობის ექსპორტზე ბრაზილიასთან, ვენესუელასთან და ინდოეთთან. კუბა ძალზე რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებადა იგი იმედოვნებს, რომ ნავთობიდან დიდძალ მოგებას ამოიგებს.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ