აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პატივი მიაგო ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში 13 დაღუპულის ხსოვნას. სამგლოვიარო ცერემონიისას წარმოთქმულ სიტყვაში მან წარმოთქვა, რომ მკვლელი წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რთულია ჩაწვდე ამ დანაშაულის ლოღიკას და რომ ჩადენილს არანაირი გამართლება არა აქვს. პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ კერძო შეხვედრა იქონიეს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახის წევრებთან.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.