პატრიარქი, 1990 წელს მისი აღსაყდრების შემდეგ ხშირად ავადმყოფობდა და საადმყოფოშიც ხშირად იწვა ხოლმე. ეკლესიის განცხადებით, პატრიარქი გულის შეტევით გარდაიცვალა.
პავლე ეკლესიის ხელმძღვანელი იუგოსლავიის დაშლამდე გახდა. სხვა უამრავ მიღწევასთან ერთად, მისი ყველაზე დიდი ღვაწლი სერბეთის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეკლესიის როლის აღდგენა იყო.
დღეს სერბეთის პრეზიდნტმა ბორის ტადიჩმა პატრიარქის სიკვდილს უდიდესი დანაკარგი უწოდა. პატრიარქის მოწინააღმდეგეები მას იმაში აკრიტიკებდნენ, რომ მან ხელი შეუწყო სერბი ნაციონალისტების მიერ ხორვატებისა და ბოსნიელი მუსლიმანების წინააღმდეგ ეთნიკური დაპირისპირების გამძაფრებას.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ