ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ავღანეთის უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანაში ნატოს სამხედრო ძალების რაოდენობა გაიზრდება.
სამშაბათს, ნატოს- ს საპარლამენტო ასამბლეაზე, შოტლანდიაში, გენერალურმა მდივანმა ანდერს რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს ჯარებმა მომავალი წლიდან ავღანეთის არმიას მეტი პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ. რასმუსენის კომენტარი ეხმაურება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მიერ ორშაბათს, გაკეთებულ განცხადებას რომლის თქმით, ახალი წლის დასაწყისში ბრიტანეთი მზად იქნება ავღანეთის საკითხებზე საერთასშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელზეც 2010 წლიდან ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი გეგმა დაისახება.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ