აშშ-ის სენატში იწყება  ტეხასის ფორტ ჰუდის  სამხედრო ბაზაზე  მომხდარი ინცინდენტის გამოძიება. შეგახსენებთ რომ ფორტ ჰუდში ატეხილი სროლის შედეგად  13 ადამინი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

სენატის უშიშროებისა და მთავრობის საკითხების კომიტეტი  , რომელსაც  სენატორი ჯოსეფ ლიბერმანი ხელმძღვანელობს აცხადებს, რომ კონგრესი ვალდებულია აწარმოოს საკუთარი გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

თავის მხრივ იუსტიციის დეპარტამენტი და პენტაგონი  დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებენ . მათი მიზანია დაადგინონ შესაძლებელი იყო თუ არა ინცინდენტის ტავიდან აცილება