CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ  ავღანეთის მიმართ ახალი სტრატეგია აუცილებლად გაითვალისწინებს ომის დასრულების შესაძლებლობას. მისი თქმით, კონკრეტული გეგმის გარეშე, კონფლიქტის მოგვარება წარმოუდგენელია. ავღანეთის მრავალწლიანი ოკუპანტის როლი ამერიკის ინტერესებში არ შედის.

ამ განცხადებამდე ერთი დრით ადრე ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მეამბოხეებთან გასამკლავლებლად საჭიროა ავღანეთში საერთაშორისო ძალებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. ამ საკითხის განსახილველად, პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ერთი წლის შემდეგ ბრიტანეთში საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის ინიციატივით გამოდის.

"პროცესი უნდა მოიცავდეს ჩვენს მიერ ავღანელი სამხედროებისთვის კონტროლის უბან-უბან გადაცემას. ამის განხორციელება ჩვენ 2010 წელს უნდა დავიწყოთ"

მაგრამ ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამერიკის თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ :

"ნათელია, რომ ჩვენ ყველას უსაფრთხოების კონტროლის თავად ავღანელებისთვის გადაცემა გვსურს, მაგრამ კონტრპროდუქტიული მგონია, თუკი ამას ნიადაგის მოუმზადებლად გავაკეტებთ".

ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს რასმუსენმა განაცხადა, რომ მოკავშირეების ავღანეთიდან გასვლა "ალყაიდას" საშუალებას მისცემს, ქვეყანა "გლობალური ჯიჰადისთვის" გამოიყენოს.  თუმცა აღნიშნული გეგმის განხორციელებას, დროთა განმავლობაში, რასმუსენი შესაძლებლად მიიჩნევს.