აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხანშიშესულ წყვილს, რომელთაც ბრალად ედებოდათ   30 წლის განმავლობაში  ჯაშუშობა კუბის სასარგებლოდ დამნაშავედ სცნეს.  დაკავებულის ქმარი დათანხმდა სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობაში ყოფნას.

  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირი ვოლტერ კენდელ მაიერსი, რომელიც 72 წლისაა დამნაშავედ სცნეს კონსპირაციისა და ჯაშუშობისთვის . მისი მეუღლე 71 წლის გვენდოლინ  მაიერსი კი კონსპირაციისა და ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის  გამჟღავნებისთვის  7 ნახევარ წელს მოიხდის ციხეში.