საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, განსაკუთრებით გალის რაიონში ბაღაფშის ოპოზიცია გააქტიურდა. სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აფხაზური პასპორტების მქონე ქართველებს აიძულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრებიან.
აფხაზეთში ყველაზე მსხვილ ინვესტორს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი წარმოადგენს; ლუჟკოვი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენით არის დაკავებული, არის საკურორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელი, - აცხდებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი ბ-ნი ლევან კიკნაძე. მისივე თქმით დღეისათვის უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ყველაზე სერიოზული ინვესრორი აფხზეთში არის ლუჟკოვი. მან აფხაზეთში შეიძინა : გაგრაში სანატორიუმი "ამრა", პანსიონატი "გაგრიფში","კოლხიდა", სასტუმრო "ოქროს კარიბჭე" და სხვა. ბიჭვინთაში : დასასვენებელი ბაზა "ოქროს გორა", დასასვენებელი კომპლექსი "კურორტი ბიჭვინთა" და ა/შ. სოხუმში : სასტუმრო "რიწა", "აფხაზეთი", სოხუმი", სოხუმის ცენტრში მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც გასართობ ცენტრს და გოლფკლუბს აშენებს...




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ