დღეს "ოქროს შტატის" ანუ კალიფორნიის შტატის სიახლეებზე მოგითხრობთ.

 ლოს ანჟელესში მდებარე ცნობილი სასტუმრო  „ ბონავენტური"   ქვეყნის ისტორიაში იმ ღირშესანიშნაობით შევა,რომ  ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი პირველ  მწვანე სასტუმროდ  გადაიქცევა.   კეთილშობილური წამოწყება ,რომელსაც სულ მალე სხვა სასტუმროებიც შეუერთდებიან , ნარჩენების გადამუშავებასა და წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვას გულისხმობს.

  37სართულიანი სასტუმრო „ბონავენტური" ,რომელშიც ათას სამასი სასტუმრო ნომერია განთავსებული-  ლოს ანჟელესის ცენტრში მდებარეობს.

    ქალაქის მერმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა,რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "გრინ სილმა",რომელიც  მსოფლიოში გარემოს დაცვის  საქმეში   სერთიფიცირებას აწარმოებს,სასტურმო „ბონავენტური" სპეციალური სერთიფიკატით დააჯილდოვა.


   „პრეზიდენტი ობამა კომერციის სფეროში სიახლეების დანერგვისა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურების  მოხელეთა რაოდენობის  ზრდისკენ მოგვიწოდებს.ჩვენც ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ"-აცხადებს ბატონი მერი.

 

  სასტუმრო"ბონავენტური" ლოს ანჯელესში  პირველია,რომელმაც მწვანეთა მოძრაობის ეს საპატიო წოდება დაიმსახურა.ორგანიზაცია გრინ სილის წარმომადგენელი გარი პიტერსენი აღნიშნავს:

   „ სასტუმროში სისუფთავის მიზნით  პერსონალი  არატოქსიკურ ნივთიერებებს იყენებს,ნარჩენები გადამუშავებისთვის მუდმივად იფუთება,ელექტროენერგია  კიეკონომიურად მოიხმარება".

 

    მიუხედავად იმისა,რომ   სასტუმროს  პერსონალი საქმის გასაიოლებლად  ახალი წესების შეცვლას რამოდენიმეჯერ შეეწინააღმდეგა,  მართველობამ   საკუთარ პრინციპებს  მაინც არ უღალატა. სულ სასტურმოს მეპატრონეებს  მოსახურების განახლება და სასტუმროს პერსონალის გადამზადება  20ათასი დოლარი დაუჯდათ.  აღსანიშნავია ისიც,რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვა  სასტუმრო "ბონავენტურს"   წელიწადში  200 ათას დოლარს დაუზოგავს.

 

   ამერიკის შეერთებულ შტატების ყველა შტატში-  სუპერმარკეტების თაროებს ძირითადად კალიფორნიაში მოყვანილი ბოსტნეული და ხილი ამშვენებს.მაგრამ ბოლო ხანს  კალიფორნიის შტატში მოსახლეობის  ზრდამ ფერმერებს წყლის სერიოზული პრობლემა შეუქმნა.წყლის დეფიციტმა  შტატის მდინარეებში   თევზების გარკვეულ  სახეობებიც  გადაშენების საშიშროების წინაშე დააყენა.

       ჟო დელ ბოსკაის ფერმას  სან ფრანცისკოდან 200კილომეტრი აშორებს.მის ფერმაში გაზრდილი ნესვები ამერიკის თითქმის ყველა შტატში იყიდება.თუმცა წლევანდელი მოსავალი მაინც ნაკლები სიუხვით გამოირჩეოდა.

    როგორც თავად ფერმერი აღნიშნავს,  წყლის სიმცირის გამო  ნუშისა და სატაცურის სახეობებს წელს სერიოზული საფრთხე  შეექმნათ.ეკონომიური სარწყავი სისტემების  დამონტაჟების მუხედავად, ჟოე დელ ბოსკაის ფერმაში  მიწის საკმაოდ დიდი ფართზე მოსავლის აღება წელს   ვერ შეძლეს.

„150 ათასი დოლარი წყლის ახალ სისტემაზე დავხარჯე,მაგრამ წყალი საკამრისი მაინც არ აღმოჩნდა"

 

    კალიფორნიის შტატის ცენტრალურ ნაწილში წყლის სიმცირე განსაკუთრებით შეიგრძნობა. აქ წელს ათასობით ჰექტარი მიწა დარჩა აუთვისებელი და  შესაბამისად ათასობით ფერმაში მომუშავე მოსამსახურე   დარჩა უმუშევარი.

    ამ ფონზე კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში-ლოს ანჟელესის მკვიდრთ    წყლის ყაირათიანად მოხმარებისკენ მოუწოდებენ.  ზოგიერთ ქალაქში  წყალზე  გადასახადმაც იმატა.

   წყლის სიმცირემ  კალიფორნიელი  ფერმერები  აიძულა სარწყავ საშუალებად შტატების მდინარეებიდან  წყლის  რესურსები  გამოეყენებინა.ამან გამოიწვია ის,რომ  მდინარეთა  ეკოსისტემა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.ზუთხისა და კალმახის ჯიშის თევზთა რაოდენობა,  რომლითაც ეს მდინარეები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ -გადაშენების საშიშროების წინაშე დადგა.

   ამა წლის თებერვალში კალიფორნიის შტატში გუბერნატორმა შვარცენეგერმა  საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა.შტატში მოძალებულმა  გვალვებმა,რამაც წყლის რესურსების შემცირებას  შეუწყო ხელი ,კალიფორნიაში წყლის რესურსების კრიზისი გამოიწვია.

   კალიფორნიის შტატში 38მილიონი ადამიანი ცხოვრობს.სამოცდააათიანი წლების მერე წყლის პრობლემის მოგვარებასთან   დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი წინ არ გადადგმულა.

   გარემოს დაცვის ზოგიერთი ორგანიზაცია შტატის მდინარეების სარწყავ საშუალებად გამოყენებას მკაცრად ეწინააღმდეგება.მათთვის ასევე გაუგებარია,თუ რატომ ეზღუდებათ ფერმერებს წყლის გამოყენება მაშინ,როცა დიდი ქალაქის მაცხოვრებლებმა  საკუთარი წყლის ხარჯები მაქსიმალურად შეამცირეს.

   მიუხედავად იმისა,რომ  ყველა ნაბიჯი,რასაც თითოეული ორგანიზაცია  და   ყოველი ამერიკელი     წყლის დაზოგვის მიზნით გადადგამს ძალზე მნიშვნელოვანია,არავინ იცის კალიფორნიის წყლის რესურსებს მომავალში  რა ბედი ეწევათ.  ფერმერი  ჟო დელ ბოსკაი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

  „ის რა გეგმებიც ისახება,5 და ექვსი წლის შემდეგ მოიტანს გარკვეულ შედეგებს.ჩვენ კი დახმარება ახლა გვესაჭირეოება"

   ფერმერი ჟო დელ ბოსკაის თქმით,თუ გვალვა გაისადაც გასტანს მისი საქმაინობა და   ბიზნესი შესაძლოა რისკის წინაშე დაგდეს.