იაპონური ავტოწარმოების გიგანტის - „ტოიოტა"-ს ხელმძღვანელობა
აცხადებს, რომ წელს კომპანიის მოგება 882 მილიონის დოლარით გაიზრდება. ეს კი იმის მიუხედავად,
რომ კომპანიას რამდენიმე მილიონი ავტომობილის ამოღება 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა. როგორც ცნობილია, ტოიოტას
მარკის რვა მოდელის ავტომობილებში აქსელერატორის ხარვეზი აღმჩნდა, რის გამოც კომპანიამ
7 მილიონ მანქანაზე მეტის ამოღება განხორციელა.