დასავლეთ გერმანიაში შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენი გზის მახლობლად ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამი მგზავრი დაიღუპა. ევროპაში შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარდლობა მომხდარის გამოძიებას აწარმოებს. მისი თქმით,  ვერტმფრენი „შავი ქორის" ტიპის იყო და ტრანსპორტირებისათვის გამოიყენებოდა.