-„ამერიკელ ხალხს მოთმინების ფიალა აევსო იმაზე თუ როგორ წარმართავს ოფიციალური ვაშინგტონი თავის საქმიანობას. ამერიკელებს აღიზიანებს ოფიციალური ვაშინგტონის წრეებში იმის კვლევა თუ ვინ ვინ არის და არა ვინ რისი გამკეთებელია“-განაცხადა ბარაკ ობამამ.
უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა აშშ-ს პრეზიდენტად აირჩიეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში არა ერთი სერიოზული პრობლემის გადაჭრა უხდება მას. მათ შორისაა პარტიული დაყოფა, რაც ობამას აზრით უნდა იქნას გადალახული, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების დაძლევა:
-„ამერიკელ ხალხს მოთმინების ფიალა აევსო იმაზე თუ
როგორ წარმართავს ოფიციალური ვაშინგტონი თავის საქმიანობას. ამერიკელებს
აღიზიანებს ოფიციალური ვაშინგტონის წრეებში იმის კვლევა თუ ვინ ვინ არის
და არა ვინ რისი გამკეთებელია“-განაცხადა ბარაკ ობამამ. ობამას
საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა
ოფიციალური ვაშინგტონის პოლიტიკური წრეების გაერთიანება, რაც კარგად
გამოჩნდა მას შემდეგ რაც ისტორიულად ლიბერალური პოზიციის მქონე
მასაჩუსეტსის მოსახლეობამ საკუთარ სენატორად რესპუბლიკელი დაასახელა.
ჩვენთან საუბარში ჰერიტიჯის პონდის თანამშრომელმა ბრაიან დარლინგმა ეჭვები
გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ობამა მართლაც შესძლებს ამ დარგში თავის
მიზნის მიღწევას:
-„ობამას საქმე არ ემთხვევა მის განცხადებებს. იგი გვპირდებოდა პრობლემების ორპარტიული კუთხით გადაწყვეტას, ჩვენ კი ჯერ- ჯერობით ამას პრაქტიკულად ვერ ვხედავთ.“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელებს სურთ მეტი ურთიერთთანამშრომლობა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ვაშინგტონში. მიუხედავად ამისა საკმაოდ რთულია გამონახო ამ ორ პარტიას შორის საერთო პოზიცია ისეთ რთულ საკითხებში, თუნდაც როგორიცაა ჯანდაცვის სისტემის რეფორმა.
-„როდესაც მეუბნებიან, რომ რესპუბლიკელების იდეებიც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე გადავდგით ეს ნაბიჯი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი ოპონენტები არ ითვალისწინებენ ჩვენს იდეებს“- განაცხადა პრეზიდენტმა. მიუხედავად იმისა, რომ ობამასულ ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს, ამ ფონზე იგი არ წყვეტს რესპუბლიკელების მწვავე კრიტიკას. ბრაიან დარლინგს მიაჩნია, რომ პოლიტიკური განსხვავებები ამ ორ პარტიას შორის ხელს შეუშლის მათ ურთიერთთანამშრომლობას თუნდაც იმიტომ, რომ რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ კონგრესში მეტ ადგილებს მოიპოვებენ ნოემბრის თვეშ დანიშნულ შუალედურ არჩევნებში.
-„რაც უფრო მოახლოვდება
არჩევნების დღე, მით უფრო იჩენს თავს ის, რომ რესპუბლკელები და
დემოკრატები განსხვავებულ პოზიციაზე დადგებიან. ისინი თავიდან ვერ
აიცილებენ იმას, რომ კამპანიისას დაანახონ ამომრჩეველს ის, რომ სწორედ
მათი პარტია უნდა იყოს ქვეყნის მართვის სადავეებთან.“ დარლინგის აზრით ის
თუ ვინ დაიკავებს კაპიტოლიუმის ბორცვზე ადგილებს დამოკიდებული იქნება
იმაზე თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყნის ეკონომიკა ამ რამოდენი
თვეში. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით სწორედ ამიტომაც ასე ჩქარობს ბარაკ
ობამა, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ