დღეს ა.შ.შ.-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და რესპუბლიკლებს შორის გამართული დავის მიზეზი იანვარში ქვეყნაში უმუშევარობის მაჩვენებლის დაცემა იყო. პრეზიდენტის ყოველკვირეულ მიმართვაში, ბარაკ ობამამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ უმუშევრობის მაჩვნებელი 10 პროცენტზე ნაკლებია, იგი მაინც უკმაყოფილოა შდეგით.

პრეზიდენტის გეგმის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის  დეპარტამენტის საგაგნგებო ვითარებების განყოფილებიდან უნდა გამოიყოს დამატებით 30 მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკაში მცირე ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.

რესპუბლიკლები ამის გამო აკრიტიკებენ პრეზიდენტს და აცხადებენ, რომ მან დაპირება ვერ შეასრულა. ამერიკაში უმუშევარი მოსახლეობის რაოდენობა კვლავ მაღალია და  გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით დოლარი უმისამართოდ იფლანგება.