რუსეთმა და ამერიკამ განაცხადეს, რომ რუსეთში არსებული ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად პირველ რიგში ნარკოტიკის ავღანეთიდან შედინების გზები უნდა გადაკეტონ. რუსეთის მთავრობის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ავღანეთიდან რუსეთში თორმეტ ტონამდე სუფთა ჰეროინი შეაქვთ.
გასულ თვეს, რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ მთავარ საფრთხეს რუსეთს ჰეროინის აგრესია უქმნის და ნატოს მოუწოდა ავღანეთიდან რუსეთში ნარკოტიკების შედინების წინააღმდეგ ბრძოლა თავის პრიორიტეტად გადააქციოს.
შეერთებული შტატების ნარკოტიკების კონტროლის უწყების დირექტორი ჯილ კერლიკოვსკი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ეთანხმება რუსეთს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკების ავღანეთიდან რუსეთში შედინება დიდ პრობლემას წარმოადგენს:
„უდიდეს სიძნელეებ რუსეთთან ნორმალური საკომუნიკაციო სისტემის დამყარება და კიდევ ის წარმოადგენს, რომ რუსეთი ამერიკას მაინც და მაინც არ ენდობა“. აღნიშნა ბატონმა კერლიკოვსკიმ.
მიმდინარე კვირის დასაწყისში კი შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკმა განაცხადა, რომ ამერიკა და რუსეთი ვერ თანხმდებიან იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რა გზით უნდა გაანადგურონ ავღანეთის ოპიუმის ყაყაჩოს ყანები. მისი თქმით, კრემლი თვლის, რომ პრობლემის მოგვარება ყაყაჩოს განადგურებით შეიძლება, ამერიკა კი დარწმუნებულია, რომ ეს თალიბებს გაღარიბებული გლეხების გადაბირების საბაბს გაუჩენს. ამ შეხედულებას კერლიკოვსკიც იზიარებს და თვლის, რომ პრობლემის მოგვარება სხვა გზითაცაა შესაძლებელი:
„ვაშინგტონი და ავღანეთის მთავრობა დარწმუნებულნი არიან, რომ პრობლემის მოგვარების უფრო ფართომასშტაბიანი გეგმა არსებობს. ამ გეგმების ნაწილი უკვე ხორციელდება. ავღანეთის რეგიონების გუბერნატორებს ყაყაჩოს განადგურებისთვის აჯილდოვებენ. გლეხების თალიბების მხარეზე გადასვლის თავიდან ასაცილებლად, მათ ყაყაჩოს მაგივრად რაიმე სხვა კუტურის დათესვაში უმართავენ ხელს. ჩვენის აზრით გლეხობის სწორ გზაზე დაყენება მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს“. აღნიშნა კერლიკოვსკიმ.
რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური უწყების თავკაცი ვიქტორ ივანოვი ამტკიცებს, რომ ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლისას უმთავარესი ყაყაჩოს ნათესების განადგურებაა:
„ყაყაჩოს განადგურება გაეროს ერთ-ერთ პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით კი ნათესების მხოლოდ მეოთხედია განადგურებული“. ამბობს იგი.
„ჩემის აზრით, მთავარი გეგმის შემცველი დოკუმენტია. ეს დოკუმენტი ორ ქვეყანას და მათ ძალოვან სტრუქტურებს სანდო ინფორმაციის დროულად გაცვლას და ერთობლივად ბრძოლას ავალდებულებს“. აცხადებს ჯილ კერლიკოვსკი. საკითხთან დაკავშირებით კი მალე ვენაში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები შეხვდებიან ერთმანეთს.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ