იაპონია-ჩინეთის მეგობრობის კომიტეტმა მუშაობა დაიწყო. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტოკიოსა და პეკინს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობით რამდენიმე დღიანი შეხვედრების ციკლი დაიწყეს.
ჩინეთის სამთავრობო მედია აცხადებს, რომ ეგრთწოდებული „მეგობრობის კომიტეტის“ სხდომა გუშინ პეკინში გაიხსნა.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჟიბაომ გაღნიშნა, რომ ორ იაპონიასა და ჩინეთს შორის მეგომრობა არა მხოლოდ თავად ამ ქვეყნების ინტერესებში შედის, არამედ გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურის გამყარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
„შინხუას“ სააგენტოს იაპონიის პრემიერ-მინისტრის იუკიო ჰატოიამას სიტყვემი მოჰყავს, სადაც პრემიერი კომიტეტის წევრებს იაპონიასა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი კავშირების გამყარებისკენ მოუწოდებს. იაპონიის „კიოდოს“ ახალი ამბების სააგენტო კი აცხადებს, რომ დღეს კომიტეტის წევრები ჩინეთის პრემიერს ხვდებიან.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ