77 წლის ასაკში გარდაიცვალა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ცნობილი წევრი კონგრესმენი რობერტ მურთა.  ვიეტნამის ომის ვეტერანი მურთა წარმომადგენელთა პალატაში პირველად 1974  წელს აირჩიეს.   იგი ამ ომის პირველი ვეტერანი იყო, რომელიც კონგრესში მოხვდა.  ბოლო პერიოდში კონგრესმენი პენტაგონის დაფინანსების მაკონტროლებელ უმნიშვნელოვანეს ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა. მურთა აგრესიული სამხედრო პოლიტიკის მომხრე იყო და მან 2002 წელს მხარი დაუჭირა ერაყში შეჭრის გადაწყვეტილებას. თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შინ დაბრუნებისკენ მოუწოდა.