ჩილეში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 800 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მძლავრი რყევები  განმეორდა.

   მაცხოვრებლები 6 ბალიანმა განმეორებითმა მიწისძვრამ, რომელმაც ცუნამის საშიშროება შექმნა, პანიკაში ჩააგდო.  კონსეფსიონი ჩილეს მეორე უდიდესი ქალაქია, რომელიც პირველი, 8.8 ბალიან მიწისძვრის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, აქვე შეჩერდა ცუნამი, რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროზე ბობოქრობდა.  ჩილეს ქალაქების უმრავლესობაში კომენდანტის საათის დაწესების მიუხედავად, ქვეყანაში მარადიორობა მძვინვარებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიჩელე ბაჩელეტმა განაცხადა:

"კანონდარღვევა და მარადიორობა სათანადოდ დაისჯება.  მისი დავალებით დანაშაულის შესაჩერებლად სპეციალური ჯგუფებიც კი შეიქმნა."