პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, სამთავრობო
ძალებმაავღანეთის საზღვართან განხორციელებული
სპეცოპერაციის დროს 30 მეამბოხე გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოჰმანდის
რეგიონში ბრძოლების დროს ხელისუფლების ძალებიდან ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
მოჰმანდის პროვინცია ამბოხებულ ბაჯურის რეგიონს ესაზღვრება. პაკისტანის არმიის წარმომადგენელთა
თქმით, მოჰმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ფაქტობრივად დასრულებულია. არმიის სარდლობამ
ჟურნალისტებს ქვაბულების დიდი ქსელი აჩვენა, რასაც ამბოხებულები თავშესფრად იყენებდნენ.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ