ტოგოს წამყვანი  ოპოზიციური პარტია  აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების  შედეგებს პარტია გააპროტესტებს.
 

   არჩევნების  ოფიციალური შედეგები გუშინ გამოქვეყნდა , რომლის მიხედვითაც მომქმედმა პრეზიდენტმა ფაურე გნასინგბემ ხმების 61 % დააგროვა.  მისმა მეტოქემ ოპოზიციური პარტიიდან ჟან პიერ ფაბრემ 34 %.

   ფაბრეს  პარტია „გაერთიანებული ძალები  ცვლილებისათვის“   ეწინააღმდეგება ცენტრალური სააარჩევნო კომისიის  გადაწყვეტილებას  და  აცხადებს, რომ  უახლოეს მომავალში  სასამრთლოში სარჩელს შეიტანენ. შაბათს გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაშალა . დაკავებულია 10 აქტივისტი.