პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ ლაჰორში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ ძლიერ აფეთქებას თერთმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია სამოცი ადამიანი. ტერაქტი დღეს დილის პიკის საათის დროს, ლაჰორის ფედერალური გამოძიების სააგენტოს შენობის წინ განახორციელეს. აფეთქებამ უზარმაზარი კრატერი წარმოშვა. ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არვის უკისრია. თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ ხელწერა პაკისტანსი მოქმედი თალიბებისას წააგავს:

 „საამავმყოფოში მოყვანილებს მრავალი ჭრილობა აქვთ მიყენებული. ბევრი თავის არეშია დაჭრილი, ბევრს კიდურები აქვს მოტეხილი. დახოცილთა შორის ქალებიც არიან“. ამბობს ლაჰორის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი ჯავედ აკრამი.