მსოფლიო ტერორიზმის პირობებში რა მუხლი უნდა მიუყენონ კონკრეტულმა სახელმწიფოებმა იმ პირებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იბრძვიან რელიგიური იდეოლოგისათვის და არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებისათვის? ეს საკითხი საკმაოდ პობლემატურია ცალკეული სახელმწიფოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოიზაციებისათვის. სწორედ ამ პრობლემას ეხება გაეროს ანგარიში, რომლის გამოქვეყნება ჯერ-ჯერობით ყოვნდება. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში გაეროს თანამშრმელმა მანფრედ ნოვაკმა:
ნოვაკი მწვავედ აკრიტიკებს იმ ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც პრეზდენტ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას მსახურობდნენ მთავრობაში. როგორც ნოვაკი აცხადებს აშშ 2001 წლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ტერორიზმთან ბრძოლას და ამით დაარღვია აშშ-ისა და საერთაშორისო კანონმდებლობა.
-„ აშშ-ის მართლმსაჯულების თანახმად ადამიანების გატაცება და მათი წამება სისხლის სამართლის დანაშაულს წაერმოადგენს. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების ძალით მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ ისინი, ვისაც ბრალად ედება ეჭვმიტანილთა საიდუმლო დაკავების ცენტრების შექმნა და დაკითხვსას წამების გამოყენება.“
მანფრედ ნოვაკისათვის ამ შემთხვევაში მართლმსაჯულება ნიშნავს პატიმრობის განაჩენს. საგულისხმოა, რომ გაეროს ანგარიშში ხაზს უსვავენ იმ გარემოებას, რომ ეჭვმიტანილთა დაკავების გასაიდუმლოებული ცენტრები და ეჭვმიტანილთა წამების პრაქტიკა უკვე მთელს მთელს მსოფლიოში გამოიყენება. ამ ანგარშში მთელი რგი ქვეყნებია ამ კონტექსტში ჩამოთვლილი. რამოდენიმე ისლამურმა და აფრიკულმა სახემწფომ, ისევე როგორფც რუსეთმა განაცხადა, რომ გაეროს ანგარიშში ფაქტები დამახინჯებულად არის წარმოდგენილი და ამ ანგარიშის ავტორებს არ ჰქონდათ ამ დოკუმენტის შექმნის უფლება. დებატები გაეროს ანგარიშის ირგვლივ ივნსიმდე გადაიტანეს.
გაეროს ანგარიშს ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირებიც აკრიტკებენ. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ჯონ ბოლტონმა, რომელიც აშშ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო გაეროში 2005-დან 2006 წლამდე.
-„მცნება იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებით არ არის დაშვებული დაკავების ცენტრების შექმნა იმის გამო, რომ ეს არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობის განსაზღვრულ ნორმებს ფაქტობრვად წარმოადგენს მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის მქონეთა იდეოლოგიურ ფანტაზიას, რომელიც გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის განყოფილებამ არ უნდა მიიღოს მხედველობაში და ამის მაგივრად ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამინის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ბირმა.“
როგორც ბოლტონმა აღნიშნა საქმე კიდევ იმაშია, თუ რა კრიტერიუმებით ხდება დაკითხვის ისე კლასიფიცირება, რომ მასში წამებაა გამოყენებული. მისივე თქმით გასათვალისწინებელია ის, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ყველა ღონე იხმარა, რათა კონკრეტულად ყოფლიყო კლასიფიცირებული დაკითხვის ნორმები, რომ წამება არ ყოფილიყო გამოყენებული ინფორმაციის მისაღებად.
-„ბრალად გვდებენ ჩვენ იმას, რომ ჩვენ ვაწამებთ „საცოდავ ტერორისტებს“ ანუ თითქოს ვაძრობთ მათ ფრჩხილებს, ვიყენებთ ელექტროშოკს და ა.შ., რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ბრალდებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“
ბოლტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება აშშ-ში. ადამინის უფლებათა დამცველები კი ამტკიცებენ, რომ საბოლოო ჯამში იმას კი არაა აქვს დიდი მნიშვნელობა წარსდგება თუ არა ვინმე მართლმსაჯულების წინაშე, არამედ იმას, რომ ამ დარღვევების გახმაურება მომავალში უფრო გაართულებს მათი კვლავაც ჩადენის შესაძლებლობას.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ