ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ მიუხედავად ახლახანს მიღწეული წინსვლისა ავღანეთში მდგომარეობა კვლავაც სერიოზულია და წინ კიდევ არაერთი მძიმე ბრძოლაა მოსალოდნელი. რობერტ გეითსმა მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ პაკისტანში დააპატიმრეს თალიბების მაღალი რანგის მეთაურები და ჰელმანდის პროვნციაში დაბა მარჯა თალიბებისაგან გაწმინდეს. გეითსმა იქვე გაფრთხილება გააკეთა ნაადრევ ოპტიმიზმზე და აღნიშნა, რომ ავღანეთში მდგომარეობის სტაბილიზება მოხდა და აქედან გამომდინარე ჯერ-ჯერობით მდგომარეობა არ გამოკეთებულა. ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ძალთა მეთაურმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალების მორიგი ამოცანაა თალიბთა გამაგრებული პუნქტის ყანდაარის აღება. მაკკრისტალის თანახმად დაბა მარჯასაგან განსხვავებით ყანდაარის აღების ოპერაცია ეტაპობრივად განვითარდება იმისდა მიხედვით თუ რამდენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს გადაისვრიან ავღანეთში.