მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩილეს
ამასწინანდელმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ქალაქი კონსეპსიონი დასავლეთისკენ სამი
მეტრით, ხოლო ქვეყნის დედაქალაქი სანტიაგო კი ოცდაშვიდი სანტიმეტრით გადაადგილა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ რიხტერის შკალით რვა მთელი რვა მეათედი ბალის სიძლიერის
მიწისძვრამ, ეპიცენტრიდან ათას ოთხასი კილომეტრით დაშორებული არგენტინის
დედაქალაქი ბუენოს აირესიც კი ოთხი სანტიმეტრით გადაადგილა.
მსოფლიო 60 წამში
To view this site, you need to have Flash Player 9.0.115 or later installed. Click here to get the latest Flash player.