ამ თემაზე კომენტარს ჩვენი რესპონდენტი პოლიტოლოგი ბატონი სოსო ცინცაძე აკეთებს. მისი თქმით ”Podesta Group”-ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმად ითვლება, რომლის ფუნქციაში შედის გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობირება აშშ-ის კონგერსსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული სერვისები.   ფირმა ასევე ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან. ბატონმა სოსომ ასევე აღნიშნა, რომ ლობისტური ფირმების დაქირავება დღეს მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში.  მისივე თქმით , გამოიღებს თუ არა ნაყოფს ამ ფირმის დაქირავება  ეს უკვე თვით ფირმის ქმედითუნარიანობაზეა დამოკიდებული.