მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თავის ავღანელ კოლეგას ჰამიდ კარზაის განუცხადა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ავღანეთში მშვიდობას ვერ დაამყარებენ. აჰმადინეჟადმა და ჰამიდ კარზაიმ დღეს ქაბულში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკულ ჯარებს ავღანეთის დატოვებისკენ.  მისი თქმით, მას არ სჯერა, რომ ამერიკელები ამბოხებულ თალიბებს დაამარცხებენ. აჰმადინეჟადმა ასევე ვაშინგტონს ბრალი დასდო ორმაგ თამაშში. მისი თქმითმ, ამერიკელები თავად ქმნიან ტერორიზმს და შემდეგ აცხადებენ, რომ მას უნდა ებრძოლონ.  აჰმადინეჟადის ვიზიტი თითქმის დაემთხვა იქ თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის ყოფნას. გეითსმა ავღანეთი აჰმდინეჟადის ჩასვლის დღეს დატოვა.