აშშ-ს სახ-დეპისს რწმუნებულმა ფილიპ კროულიმ ირანს მოუწოდა უფრო კონსტრუქციული როლი ითამაშოს ავღანეთში. სახ-დეპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ქაბულში ვიზიტისას გააკრიტიკა აშშ. კროულიმ მის განცხადებაში აღნიშნა, რომ ირანი დღესაც სერიოზულად არ განიხილავს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინადადებას ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ და რომ ობამას ინიციატივა ამერიკა-ირანის ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას ემყარება. ქაბულში მისი ერთდღიანი ვიზიტისას აჰმადინეჟადმა ამერიკას მოუწოდა გაიყვანოს მისი ჯარი ავღანეთიდან, რადგანაც მისივე სიტყვებით, ამერიკის ჯარი ავღანეთში მშვიდობას ვერ დაამყარებს.




"ამერიკის ხმის" 2010 წლის ყოველდღიური პროგრამები შეგიძლიათ