პაკისტანის პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში, სვატის ველზე მოხდა. 

   ეს უკვე მესამე მსგავსი თავდასხმაა პაკისტანში ამ კვირის განმავლობაში.

     პოლიციის თქმით, თავდამსხმელმა, რომელიც რიგშაში იჯდა, ქალაქ საუდი შარიფში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მიახლოვებისას აიფეთქა თავი. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და ორი ჯარისკაცია.

   პარასკევს ქალაქ ლაჰორში ორი მსგავსი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 55 ადამიანია დაღუპული. ამ თავდასხმების თვითმხილველების თქმით, აფეთქების სამიზნე სამხედრო ავტოკოლონა იყო. დაღუპულთა შორის 10 სამხედრო მოსამსახურე იყო.