ათი ათასობით მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტი ბანკოკის ქუჩებში გამოვიდა, საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრის აბისიტ ვეჯაჯივას გადადგმომას ითხოვენ.

მშვიდობიანი დემონსტრაცია დღეს დაიწყო და ორგანიზატორების განცხადებითრამდენიმე დღეს გასტანს. წითელ მაისურებში გამოწყობილი  დემონსტრანტები დედაქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთი დემონსტრანტის განცხადებით:

ამ დროისათვის ჩვენ მთავარ გზავნილს წარმოაგენს 24 საათიანი  ულტიმატუმი მთავრობის დაშლისა.აქციაში მონაწილეთა დიდი ნაწილი  განდევნილი პრემიერ მინისტრის ტაქსინ შინავატრას მომხრეა. 

შეგახსენებთ რომ 2006 წელს შინავატრა სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს. ამჟამად იგი დუბაიში ცხოვრობს. მისი მხარდამჭერები ახალი არჩევნების დანიშვნასა და მის მთავრობაში  დაბრუნებას ითხოვენ.    დემონსტრანტები მთავრობის მხრიდან მოთხოვნების დაკმაყოფილებას   ორშაბათისთვის ითხოვენ.