ვენესუელას და ბელარუსის ლიდერებმა მჭიდრო და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. უგო ჩავესი და ალექსანდრ ლუკაშენკო ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამ ხელშეკრულების თანახმად, უკვე მაისში ვენესუელა ბელარუსს 8 ათას ბარელ ნედლ ნავთობს მიაწოდებს. ლუკაშენკო-ჩავესის შეთანხმება თანამშრომლობას ბუნებრივი აირის სფეროშიც ითვალისწინებს. ბელარუსელები ვენესუელაში კი მშენებლობის სფეროს განავითარებენ.